среда, 26 июня 2013 г.

ჩვენ ერთნი ვართ

წალკის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმააისიგაიმარჯვა სამოქალაქო  განათლების სწავლების ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო პროექტების კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონში.
პროექტის ფარგლებში უნდა შექმნილიყო სცენარი, რომლის განხორციელებაშიც ჩართული იქნებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც (სკოლაში ამჟამად ორი ამგვარი მოსწავლეა).
სამოქალაქო კლუბის წევრებმა შექმნეს და საკონკურსო კომისიას წარუდგინეს 8 სცენარი (სამი დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის და ხუთი უფროს კლასელთათვის). კომისიამ შეარჩია ორი საუკეთესო სცენარი: მინი სკეტჩებისა და მუსიკალური ნომრებისაგან შემდგარი პიესა „გაიღიმე, მომავალი ჩვენია!“ უფროსკლასელთათვის და ვაჟა-ფშავეველას მოთხრობების მიხედვით შექმნილი „ტყე შეუნახე შვილებსა“ უმცროს კლასელთათვის (მე-4 მე-5 კლასები). ორივე პიესაში მონაწილეობას იღებენ სსმ მოსწავლეები ნიკოლოზ ცინდელიანი (მე-4 კლ) და გიორგი ვანაძე (მე-4 კლ).

პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.



პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.
პიესები დაიდგა წალკის №1 საჯარო სკოლაში, ხარების საჯარო სკოლაში, თრიალეთის საჯარო სკოლაში, სოფ. კოხტას დაწყებით სკოლაში, სოფ. ჩრდილისუბნის დაწყებით სკოლაში, სამების საჯარო სკოლაში, გუმბათის საჯარო სკოლაში და ავრანლოს საჯარო სკოლაში.

წალკის №1 საჯარო სკოლა "ტყე შეუნახე შვილებსა"


წალკის №1 საჯარო სკოლა "ტყე შეუნახე შვილებსა"


წალკის №1 საჯარო სკოლა "ტყე შეუნახე შვილებსა"


წალკის №1 საჯარო სკოლა "ტყე შეუნახე შვილებსა"


https://plus.google.com/u/0/101278239364198185855/posts?cfem=1


ხარების საჯარო სკოლა „გაიღიმე, მომავალი ჩვენია!“


ხარების საჯარო სკოლა „გაიღიმე, მომავალი ჩვენია!“


ხარების საჯარო სკოლა „გაიღიმე, მომავალი ჩვენია!“


სამების საჯარო სკოლა „გაიღიმე, მომავალი ჩვენია!“


სამების საჯარო სკოლა „გაიღიმე, მომავალი ჩვენია!“